საქველმოქმედო საღამო ნანა კალომლენავის დასახმარებლად

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო საღამო ნანა კალომლენავის დასახმარებლად.
35 წლის ნანას აღმოაჩნდა მწვავე ლეიკემია. მას ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ: ანი ვარამაშვილი, ნინო სუხიაშვილი, რუსუდან ამირიძე, თორნიკე ნაროზაული, დები წიკლაურები, ნატა მძელური, კობა ქავთარაძე, დეკა ნაყეური , ძმები ჯღარკავები, მაგდა ბეჟანიშვილი, ჯარჯი შუქიაური, გიორგი ბასილაშვილი , და-ძმა მამსირაშვილები, ირაკლი დეისაძე, ანა მალაზონია, თამარ ფეიქრიშვილი, ჯგუფი „მანდილი“, ალეკო მიშელაშვილი, გიორგი ბიჭიკაშვილი, ანსამბლი „იბერიონი“, დები ზვიადაურები , საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლები: „ლაზარე“ და „იავნანა“, ნიკოლოზ ხახუტაშვილი, ვაჟა მალაციძე, ქეთევან ზვიადაური - ფხოველი, ჯგუფი „მანდილი“.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.