ეკატერინე ბაზერაშვილის ლექსების კრებულის წარდგინება და ქეთევან ჯავახაძის პერსონალური გამოფენა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ეკატერინე ბაზერაშვილის ლექსების კრებულის - „მელანცხებული“ წარდგინება და ქეთევან ჯავახაძის დეკორატიულ - ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
ეკატერინე ბაზერაშვილის ლექსების კრებული -„მელანცხებული“, 2014 წელს, დაიბეჭდა გამომცემლობა „კალმოსანში“ წმ. მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის სახ. ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ გრიგოლის (აბესაძე) და წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. ტაძრის წინამძღვრის, მამა სერგის (ლომიძე) ლოცვა - კურთხევით.
კრებულში შესულია ლექსები, ნოველა, კაფიები და სიმღერები (ნოტებით).
ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ მხატვრები და საზოგადო მოღვაწეები: მაია მიქაია (წიგნის რედაქტორი), თემურ ჩალაბაშვილი, ერეკლე საღლიანი, იზა ვეფხვაძე, ნინო ჯავახიძე, ციული მჭედლიძე, მაია მაჩაბელი, მანანა ქურდაძე და სხვ. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ანსამბლი „მეხური“ (ხელმძღვანელი ნინო ჯავახიძე).
გამოიფინება ქეთევან ჯავახაძის 30 - მდე დეკორატიულ - ფერწერული ნამუშევარი.
ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათისაა, შემოსული თანხა გადაირიცხება წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. ტაძრის მშენებლობისთვის.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.