საზოგადოება › ქველმოქმედება | თბილისი

პოეტ ჯარჯი შუქიაურის შემოქმედებითი საღამო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტისა და ,,მოხეტიალე სულის '' (შოთა გელიაშვილის) ორგანიზებით, თსუ - ის მაღლივი კორპუსის GMI (გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი) დარბაზში, გაიმართება პოეტ ჯარჯი შუქიაურის შემოქმედებითი საღამო.

მონაწილეობენ:

მამუკა ჩარკვიანი, ხვიჩა მაღლაკელიძე, ჯგუფი "მთიელი, რაულ ბიწაძე, ფანდურა ბარბაქაძე, გიორგი ჯმუხაძე, ანი მალაზონია, დები გოგოჭურები, დები ზვიადაურები.

საღამოს წარუძღვება მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ჯანო იზორია.

ასევე გაიმართება ჯარჯის კრებულის "ჭაღარა მთვარის" პრეზენტაცია გაყიდვა.

წიგნის ფასი შეადგენს 5ლარს.

საღამო გახლავთ საქველმოქმედო სახის და გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაერიცხება პატარა ბესარიონ ჯაიანს, რომელსაც მუკოვისციდოზი ცისტოზური ფიბროზი დაუდგინეს .

განმარტება დაავადების შესახებ http://www.medgeo.net/2009/06/24/mucoviscidosis/ .

დასწრება თავისუფალია.

წყარო: თსუ სტუდენტური თვითმმართველობა