U20 მსოფლიო ალაფა 2014 - საქართველო V ჰონკონგი

ჰონკონგში გაიმართება 2014 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის მესამე ტური. B ჯგუფის ლიდერი იაპონია კანადას შეხვდება. ხოლო ურუგვა, რომელმაც წინა ტურში გათამაშების პირველი ფრე დააფიქსირა კანადასთან, ნამიბიას შეხვდება.
ტონგა აშშ-ს იმედათ
ალაფის მესამე სამატჩო დღეს, 20 წლამდე ბორჯღალოსნები ჰონკონგს შეხვდებიან. იმისათვის, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი შევინარჩუნოთ, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრაში ბონუს ქულით უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ჰონკონგთან მოგება არ არის საკმარისი - ჩვენი შეხვედრის შემდეგ, ტონგელი 20 წლამდელები A ჯგუფის ლიდერ აშშ-ს ნაკრებს შეხვდებიან. იმ შემთხვევაში თუ ტონგას ნაკრები 8 ქულაზე მეტით მოუგებს აშშ-ს და ამავდროულად, ამერიკელები ვერ მოახერხებენ ოთხი ლელოს დადებას, მაშინ ჩვენ შევძლებთ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლას და 19 აპრილს ფინალში, მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურისათვის ბრძოლას.
წინა მატჩის მსგავსად, შეხვედრისათვის თვალყურის მიდევნება, მხოლოდ ტექსტური ლაივის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ U20 მსოფლიო ალაფა 2014 - საქართველო V ჰონკონგი