მილტონ ჰეიგმა ბელგიასთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასზე ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ამავდრულად 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის მატჩია. „ბორჯღალოსნები" ბელგიელებს ავჭალის სარაგბო სტადიონზე უმასპინძლებენ.
მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იმ 23 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომელიც ბელგიის ეროვნულ ნაკრებს შეერკინება. "ბორჯღალოსნებს" ტრამვების გამო სამი წამყვანი მორაგბე მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი და ვასილ კაკოვინი აკლიათ. დღეს, ჩვენი ნაკრები კაპიტნის ვარჯიშს ავჭალის სტადიონზე გამართავს.
ქართველები ბელგიის ნაკრებს მეორედ ეთამაშებიან - შარშან პირველი წრის შეხვედრაში მოკრძალებული ანგარიშით 17:13 მოუგეს. წლეულს მილტონ ჰეიგის გუნდის მიზანი გაცილებით დიდი ანგარიშით გამარჯვება და პრემიალური ქულის მოპოვებაა, რადგან შეხვედრა მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ტარდება და თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.
მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. თამაშის ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.
2014 წლისევროპისერთათასი. 2015 წლისმსოფლიოთასისშესარჩევიეტაპი
მეორეწრე. პირველიტური. 1 თებერვალი. თბილისი. "ავჭალა". 15:00საათი
საქართველო - ბელგია
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი ("ვიენი", საფრანგეთი, 72 კეპი, 476 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი ("არმაზი", თბილისი, კაპ., 67, 115), 13. დავით კაჭარავა ("ენისეი", რუსეთი, 68, 65), 12. მერაბ შარიქაძე ("ბურგ-ან-ბრესი", საფრანგეთი, 19, 30), 11. გიორგი შკინინი ("არმია", თბილისი, 36, 30), 10. ლაშა ხმალაძე ("ლელო", თბილისი, 26, 15), 9. გიორგი ბეგაძე ("ყოჩები", თბილისი, 17); 1. მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელე", საფრანგეთი, 14, 5), 2. ჯაბა ბრეგვაძე ("ტულუზა", საფრანგეთი, 19, 5), 3. დავით ქუბრიაშვილი ("სტად ფრანსე", საფრანგეთი, 32, 10), 4. კოტე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი, 15), 5. ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი, 57, 15), 6. გიორგი თხილაიშვილი ("არმია", თბილისი, 8), 7. გიორგი ჩხაიძე ("ტარბი", საფრანგეთი, 70, 40), 8. დიმიტრი ბასილაია ("ედინბურგი", შოტლანდია, 28, 25).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი ("არმია", თბილისი, 16, 5), 17. ზურაბ ჟვანია ("სტად ფრანსე", საფრანგეთი, 3), 18. ლევან ჩილაჩავა ("ტულონი", საფრანგეთი, 10, 15), 19. გიორგი ნემსაძე ("ტარბი", საფრანგეთი, 33, 35), 20. ვიტო კოლელიშვილი ("ლიონი", საფრანგეთი, 24, 10); 21. ვაჟა ხუციშვილი ("ხარები", რუსთავი, 6), 22. ლაშა მალაღურაძე ("ბანიერი", საფრანგეთი, 41, 105), 23. ბექა წიკლაური ("ლოკომოტივი", თბილისი, 12, 52).
განაცხადშივერმოხვდნენ: ირაკლი მირცხულავა ("ტარბი", საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი), გივი ბერიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე ("ბურგ-ან-ბრესი", საფრანგეთი), ლევან გოგოლაშვილი ("ყოჩები", თბილისი).
რუმინეთი - პორტუგალია
ესპანეთი - რუსეთი
სატურნირო ვითარება
საქართველო |
5 |
4 |
1 |
0 |
135-61 |
19 |
რუმინეთი |
5 |
4 |
1 |
0 |
114-65 |
19 |
რუსეთი |
5 |
3 |
0 |
2 |
110-116 |
14 |
პორტუგალია |
5 |
1 |
1 |
3 |
75-96 |
7 |
ბელგია |
5 |
0 |
1 |
4 |
92-131 |
5 |
ესპანეთი |
5 |
0 |
2 |
3 |
72-129 |
5 |