სპორტი › რაგბი | საზღვარგარეთ

სეუ-ს შვიდკაცა რაგბის გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში გამოვა

სეუ-ს შვიდკაცა რაგბის გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში გამოვა
სეუ-ს შვიდკაცა რაგბის გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში გამოვა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდი „სეუ" ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დაგეგმილ ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში გამოვა. 24 ივლისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ და კაპიტანმა გიორგი ჭყოიძემ პრესკონფერენცია გამართეს და გუნდის მზადების შესახებ ისაუბრეს.

პრესკონფერენციის დასულების შემდეგ მოხდა გუნდის სათამაშო ფორმის პრეზენტაცია. „სეუ"  2013 წელს ბულგარეთის დედაქალაქ  სოფიაში ჩატარებულ ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზეც  წარსდგა და პირველი ადგილი და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული ყველა ტიტული მოიპოვა. „სეუ"-მ ევროპის ჩემპონის ტიტული მოიპოვა, გუნდის მოთამაშეებმა მიიღეს - ტურნირის საუკეთესო მოთამაშის და ტურნირის ბომბარდირის ტიტული.

წყარო: სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

ვიდეო