სპორტი › რაგბი | თბილისი

მზარდი საქართველოს და ინგლისის საგრაფოების სარაგბო მატჩი

მზარდი საქართველოს და ინგლისის საგრაფოების სარაგბო მატჩი
მზარდი საქართველოს და ინგლისის საგრაფოების სარაგბო მატჩი

რუსთავის სარაგბო სტადიონი ორ საერთაშორისო მატჩს უმასპინძლებს - მზარდი საქართველო ინგლისის საგრაფოთა პირველ ნაკრების წინააღმდეგ.

საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს შორის ურთიერთობა შარშან დაიწყო, როდესაც საქართველოს ინგლისის საგრაფოთა ნაკრების 20 - წლამდელთა გუნდი ეწვია. წლეულს, ქართველი 19 - წლამდელები საპასუხო ვიზიტად ინგლისში გაემგზავრნენ და ორი შეხვედრა გამართეს 20 - წლამდელებთან.

საქართველოსა და იგნლისის საგრაფოთა რაგბის კავშირების თანამშრომლობა გრძელდება. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ისინი ორ შეხვედრას გამართავენ მზარდი საქართველოს ნაკრებთან (ყოფილი A ნაკრები).

საერთაშორისო გამოცდილება და რაგბის განვითარება:

„ინგლისის საგრაფოებთან ჩვენი თანამშრომლობა შარშან დაიწყო, როდესაც მათი 20 წლამდელთა გუნდი ჩამოვიდა საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებთან სათამაშოდ. რაგბის ქომაგებმა ორი უმაღლესი ხარისხის მატჩი იხილეს. ამის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირსა და ინგლისის საგრაფოებს შორის გაფორმდა სამწლიანი შეთანხმება - 19 წლამდელები, საპასუხო ვიზიტით გაემგზავრნენ ინგლისში.

"ინგლისის საგრაფოთა ნაკრებებთან საერთაშორისო სპარინგების გამართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ასაკობრივი და მზარდი საქართველოს ნაკრებისთვის, ასევე ქართული რაგბის განვითარებისათვის. ასეთი დონის მატჩბით, ჩვენი მორაგბეები იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მათ აუცილებლად გამოადგებათ მომავალ ოფიციალურ ტურნირებში და საერთაშორისო ტესტებში.“ განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა ხურციძემ.

დასაწყისი - I მატჩი 19:00 სთ, II მატჩი 18:00 სთ

მატჩების ბილეთები:

თითო მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 1 ლარს შეადგენს. შესაძლებელია ერთდროულად ორივე მატჩის ბილეთის შეძენა.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

ფოტო

მზარდი საქართველოს და ინგლისის საგრაფოების სარაგბო მატჩი
მზარდი საქართველოს და ინგლისის საგრაფოების სარაგბო მატჩი