სპორტი › რაგბი | თბილისი

თბილისის თასის მეორე რაუნდიში, ბორჯღალოსნები იაგუარებს ეთამაშებიან

თბილისის თასის მეორე რაუნდიში, ბორჯღალოსნები იაგუარებს ეთამაშებიან
თბილისის თასის მეორე რაუნდიში, ბორჯღალოსნები იაგუარებს ეთამაშებიან

თბილისის თასის პირველ რაუნდში, რომელიც ავჭალაში გაიმართა, საქართველომ ესპანეთი, ხოლო არგენტინის იაგუარებმა მზარდი იტალიელები დაამარცხეს.

მეორე რაუნდი ბორჯღალოსნები იაგუარებს ეთამაშებიან, ესპანეთი იტალიას დაუპირისპირდება.

სატურნირო მდგომარეობა:

ბონუსის მოპოვებით იაგუარებმა 5 ქულა მოიხვეჭეს, რითაც ცხრილს სათავეში მოქცნენ. 4 ქულით მეორე ადგილზე ბორჯღალოსნები არიან, ესპანელები და იტალიელები კი უქულოდ ბოლო ადგილს იყოფენ.

საქართველო - არგენტინის მატჩს პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი.

ორივე მატჩის ხილვა სტრიმის მეშვეობით შესაძლებელია რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზე:

მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა წარმოებს ყოველდღიურად საქართველოს რაგბის კავშირში, ხოლო სამატჩო დღეს ბილეთები ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიყიდება.

თითო სამატჩო დღის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

ვიდეო