სპორტი › რაგბი | თბილისი

საქართველოს 2014 წლის პირველობის პლეი-ოფის მეორე წრე

ლოკომოტივი - ბოლნისი ყოჩები
ლოკომოტივი - ბოლნისი ყოჩები

ჩვენს ჩემპიონს 2000 წლიდან ერგება გარდამავალი "ბზის თასი", რომელიც რთული, ავსტრალიური სისტემით თამაშდება.

პლეი-ოფში უმაღლესი ლიგის ექვსი უკეთესი გუნდი გადის. პირველ წრეში ვარდება ორი. მეორეში იმართება წყვილი მატჩი: შესარჩევი და გასავარდნი ფინალები, ოღონდაც თუ მეორის წაგებული შეჯიბრს ეთიშება, პირველისას მეორე შანსიც ეძლევა.

გასავარდნი ფინალი კვირას, 11 მაისსაა: მასში პლეი-ოფის პირველ წრეში გამარჯვებულები - ლოკომოტივი და "ბოლნისი ყოჩები" ერთმანეთს შეეცილებიან წინასწარი ფინალის (17/05) საგზურს.

9-გზის ჩემპიონმა ლოკომოტივმა ორი წრე მესამე ადგილზე დაასრულა, შარშან ბოლო ადგილზე დარჩენილი ყოჩები კი ამჯერად მეოთხე პოზიციამდე აღზევდნენ.

პლეი-ოფის სტარტზე ლოკომოტივი ფრეს 19:19 დაჯერდა ჯიქებთან და შემდეგ წრეში "მეტი ლელოს წესითღა" გავიდა, ყოჩებმა კი დამაჯერებლად 20:7 ძლიეს სამგზის ჩემპიონი, ქუთაისის აია.

წრიულ სტადიაზე ლოკომოტივმა ყოჩები რუსთავში 20:19 დაამარცხა (1/12 2013), მაგრამ ბოლნისის გუნდმა მეორე წრეში ერთადერთი მატჩი წააგო და რკინიგზელებთანაც აიღო რევანში - 18:16 (26/04 შევარდენი)

პირველი წრის მსგავსად, თამაშებს ამჯერადაც ირლანდიელები განსჯიან, ოღონდაც სხვა წყვილი.

ფინალები შევარდენზე გაიმართება

დასწრება უფასოა.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი