სპორტი › რაგბი | თბილისი

2014 წლის ნოემბრის სარაგბო ტესტ-სერიის განრიგი

2014 წლის ნოემბრის სარაგბო ტესტ-სერიის განრიგი
2014 წლის ნოემბრის სარაგბო ტესტ-სერიის განრიგი

მეორე დონის სარაგბო ქვეყნებისათვის წლევანდელი ნოემბრის ტესტები 2015 წლის მსოფლიო თასისათვის მოსამზადებლად საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს.

ნოემბერში საკმაოდ დაძაბულ მატჩებს ვიხილავთ, ვინაიდან მზარდი გუნდები მსოფლიო რაგბის მოწინავეებს შეერკინებიან.

ფიჯი, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში მასპინძლებს ეთამაშება, 14 ნოემბერს კარდიფში უელსს შეხვდება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ პარიზში საფრანგეთთან მოსინჯავს ძალებს.

22 ნოემბერს, ფიჯელთა ოკეანელი მეზობელი, სამოა ინგლისს შეხვდება, მას შემდეგ, რაც ერთი კვირით ადრე იტალიასთან ითამაშებს.

ტონგა შოტლანდიასთან იბურთავებს. ევროპის ერთა თასის გამარჯვებული საქართველო სერიის ფარგლებში შინ ორ ტესტს გამართავს – 8 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ; 23 ნოემბერს იაპონიასთან, 16 ნოემბერს კი დუბლინში ექვსი ერის ჩემპიონს, ირლანდიას შეერკინება.

შემოდგომის კალენდრის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი მატჩი 1 ნოემბერს, ჩიკაგოში გაიმართება: აშშ ახალ ზელანდიას უმასპინძლებს.

იხილეთ ვრცლად 2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის განრიგი

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი