კულტურა › საღამო | ახალციხე

რეჟისორ ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო საღამო

რეჟისორ ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო საღამო
რეჟისორ ნანა დემეტრაშვილის საიუბილეო საღამო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტი „ქართული სიტყვა მესხეთში“ განხორციელდება.

პროექტი გულისხმობს მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლის, საქართველოს სახალხო არტისტის, რეჟისორ ნანა დემეტრაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალციხის თეატრში ხსოვნის საღამოს გამართვას.

იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ნანა დემეტრაშვილის მემორიალური დაფის გახსნით დაიწყება. შედგება ასევე, რეჟისორის მოღვაწეობის შესახებ ნინო ჩხიკვიშვილის წიგნის პრეზენტაციაც.

პარალელურად, მესხეთის თეატრის ფოეიში ნანა დემეტრაშვილის შემოქმედების ამსახველი ფოტო მასალა, პუბლიკაციები და კოსტიუმები გამოიფინება.

დაგეგმილია თანამედროვე ქართული პიესების კითხვა, ასევე სემინარი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, თემაზე - ლიტერატურა და თეატრი.

ორდღიანი საიუბილეო საღამო მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლით „გრონჰოლმის მეთოდით“ დასრულდება.

პროექტი ხორციელდება „ქართული პროფესიული თეატრალური ხელოვნების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში.

პროექტი ინიცირებულია ა(ა)იპ „ფონდი ნანა დემეტრაშვილი“-ს მიერ.

წყარო: კულტურის სამინისტრო

ფოტო

ვიდეო