ჟურნალ 'ახალი საუნჯის' საიუბილეო საღამო

გამომცემლობა “საუნჯე” და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გეპატიჟებათ ჟურნალ “ახალი საუნჯის” საიუბილეო საღამოზე.
თქვენთან ერთად შევეცდებით, თვალი გადავავლოთ უკვე გამოცემულ ათივე ნომერს, გავიხსენოთ ჟურნალში დაბეჭდილი სხვადასხვა ტექსტები ავტორების დახმარებით, გავესაუბროთ ქართველ “ნომრის ავტორებს”, უცხოელი “ნომრის ავტორებიც” არ დავივიწყოთ - მათაც მოვუსმინოთ - თანამედროვე ტექნოლოგია ხომ იძლევა ამის შესაძლებლობას.
ერთი სიტყვით, შევიკრიბოთ ჟურნალის მკითხველები, ავტორები და ყველა, ვინც მის შექმნაში მონაწილეობას იღებს და ვინც მის არსებობას ხელი შეუწყო, ვისაუბროთ ლიტერატურაზე.
ამასთანავე, რომ იცოდეთ, საღამოზე შეგეძლებათ შეიძინოთ არა მხოლოდ საიუბილეო, მე-10 ნომერი, არამედ ყველა დანარჩენიც და ძველი ნომრები - მხოლოდ და მხოლოდ 1 ლარად.