კულტურა › საღამო | თბილისი

ქართულ - ბრიტანული კულტურის საღამო

ქართულ - ბრიტანული კულტურის საღამო
ქართულ - ბრიტანული კულტურის საღამო

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში იორკშირის "ჩრდილო - ქართული საზოგადოება" ქართულ - ბრიტანული კულტურის საღამოს გამართავს.

ღონისძიებას გახსნიან "ჩრდილო - ქართული საზოგადოების" ხელმძღვანელი სარა კობემი და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

დიდ ბრიტანეთში "ჩრდილო - ქართული საზოგადოება" ხუთ წელზე მეტია არსებობს. მას ქართველი ხელოვანები ჩაჰყავს დიდ ბრიტანეთში და ქართულ კულტურასა და ხელოვნებას უწევს პოპულარიზაციას. ახორციელებს ქართულ - ინგლისურ სკოლებს შორის გაცვლით, ასევე ინკლუზიურ პროგრამებს. ეს ყველაფერი ქართველი და ბრიტანელი ხალხის დაახლოების მიზნით ხდება.

სწორედ ინკლუზიურობის ნიშნით მოხდა ქართველი და ბრიტანელი მწერლების, მომღერლების, სულიერი, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ლიდერების ღონისძიებაზე მოწვევა.

ბრიტანული და ქართული კულტურისა და ხელოვნების საღამო ინგლისური ჩაის თანხლებით გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ფოლკლორული გუნდები.

საღამოს დაესწრებიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა