ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის მსახიობ ბესო მეგრელიშვილის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებული საიუბილეო საღამო შედგება.
წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტები სპექტაკლებიდან:
"ბარონი მიუნჰაუზენი" (ბარონი) - რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი,
"რომეო და ჯულიეტა" ( ჰერცოგი) - რეჟისორი ლევან წულაძე,
"მე ვხედავ მზეს" ( ლუკაია) - რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი,
"პატარძლის ამორჩევა" ( ლეონარდი) - რეჟისორი მედეა კუჭუხიძე.
თეატრისა და კინოს მსახიობს ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან როგორებიც იყვნენ და არიან:
შალვა გაწერელია, მედეა კუჭუხიძე, სანდრო მრევლიშვილი, ალექსანდრე ქანთარია, გიორგი შალუტაშვილი, ლევან წულაძე, ნანა ჯორჯაძე, თემურ ბაბლუანი, ლევან ზაქარეიშვილი, ზაზა ბუაძე, გიორგი ლიფონავა.
მოზარდმაყურებელთა თეატრში ბესო მეგრელიშვილის მიერ ერთ - ერთი ბოლო ნამუშევარია ლუკაიას სახე, დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლში „ მე ვხედავ მზეს“, ხოლო ავთო , ტელე - სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.