› კულტურა › საღამო | თბილისი
შეხვედრა მარინე ჭილაშვილთან
მწერალთა სახლი ციკლიდან „მთარგმნელები მწერალთა სახლში“ გიწვევთ მარინე ჭილაშვილთან შეხვედრაზე.
მარინე ჭილაშვილს ფრანგულიდან ნათარგმნი აქვს ჟიულ რენარის „ბუნების ამბები“, შოდერლო დე ლაკლოს „სახიფათო კავშირები“, რიშარ ფავრის „მავანთა ამბები“, შარლ ბოდლერის „პოეტური პროზა“, ალბერ კოენის „დედაჩემი“.
გამოსაცემად მზადაა და სულ მალე გამოვა ქალბატონი მარინეს ნათარგმნი შარლ ლუი მონტესკიეს „სპარსული წერილები“. საღამოს გაუძღვება ცაცო კოტეტიშვილი.
ქალბატონი მარინე წაიკითხავს ფრანგი პოეტების მიერ ნათარგმნ ლექსებს, მათ შორის: თეოფილ გოტიეს, პოლ ვერლენის, გიიომ აპოლინარის, პოლ ელუარისა და პოლ ფორის ლექსებს, ასევე რუსულიდან ნათარგმნ სერგეი ესენინისა და ალექსანდრე პუშკინის ლექსებს.
წყარო: საქართველოს მწერალთა სახლი