კულტურა › საღამო | თბილისი

აკაკი წერეთლის დაბადების 174 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

აკაკი წერეთლის დაბადების 174 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო
აკაკი წერეთლის დაბადების 174 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

მწერლთა სახლში (მაჩაბლის ქუჩა 13), შოთა რუსთაველისქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება, აკაკი წერეთლის დაბადების 174 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.

დღის წესრიგი:
აკაკი, როგორიც ის იყო... (ჭორი და მართალი)
წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა არქივებსა და მუზეუმებში დაცული ახლად

გამოვლენილი მასალები: აკაკის ნაწარმოებების უცნობი ავტოგრაფები, ლექსები, პოემა, პუბლიცისტური წერილები, დოკუმენტები, პირადი მიმოწერა.•
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებული
აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის
პირველი ხუთი ტომის (ლექსები და პოემები) პრეზენტაცია.

აკადემიური გამოცემა მზადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით

მრავალტომეულის IV და V ტომები დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

წყარო: ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი