კულტურა › საღამო | თბილისი

თანამედროვე ვიდეო ხელოვნების საღამო 'ვიდეო პრეზენტაციები და დისკუსიები'

თანამედროვე ვიდეო ხელოვნების მოყვარულებს საათიდან ევროპის სახლში ელით არაჩვეულებრივი საღამო, რომელიც წარმოადგენს…ევროპის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების (EUNIC-ის) წევრების: ბრიტანეთის საბჭოს, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ინსტიტუტის, ევროპის სახლისა და ორგანიზაციის „აქტივი კულტურისთვის“ერთობლივ პროექტს.
ევროპის სახლი უმასპინძლებს ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეულ ვიდეო ხელოვანებს გერმანიიდან(იულია შარლოტე რიხტერი), დიდი ბრიტანეთიდან (ბრენდან ჯექსონი) და საფრანგეთიდან (რობერ კაენი, ვიდეო-ჩართვით ისაუბრებს ხელოვნების ისტორიის დოქტორი ტიფენ ლაროკი). ალექსი სოსელია წარადგენს ქართული ვიდეო ხელოვნების არქივს. პროექტის მიზანია:

  • თანამედროვე ევროპული ვიდეო ხელოვნების წარმომადგენლების ნამუშევრების გაცნობა ქართველი პუბლიკისთვის და, პირიქით, თანამედროვე ქართული ვიდეო ხელოვნების გაცნობა მისი ევროპელი კოლეგებისთვის;
  • ქართველ, ბრიტანელ, გერმანელ და ფრანგ ვიდეო ხელოვანებს შორის დიალოგის და ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობების ხელშეწყობა.

წყარო: ევროპის სახლში