კულტურა › საღამო | თბილისი

ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს

ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს
ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს

ტურისტული კომპანია www.paata.ge და ლუდი „ხევსურული“ გეპატიჟებათ ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში, სადაც გაიმართება თეონა ქუმსიაშვილის სახელობის

ხევსურული საღამო - "მთის საჩუქარი ბარს".

მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები.

წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები.

2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტრადიციულად, ტარდება ”ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს” სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილებს.

ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.

საღამოს დევიზია - თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან.

დასწრება თავისუფალია.

წყარო: www.paata.ge

ფოტო

ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს
ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს
ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს
ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს

ვიდეო