კულტურა › საღამო | თბილისი

თამარ სხირტლაძის საიუბილეო საღამო

თამარ სხირტლაძის საიუბილეო საღამო
თამარ სხირტლაძის საიუბილეო საღამო

თამარ სხირტლაზე 85 წლის გახდება. ათეულობით ფილმში ეპიზოდური როლები ისე აქვს შესრულებული, რომ შეუძლებელია არ დაგამახსოვრდეს.

მარჯანიშვილის თეატრში 67 სეზონია აქტიურადაა ჩართული.

კინოსა და თეატრალურ როლებში დღემდე, 85 წლის ასაკშიც აქტიურად აკავებენ.

დამწყებ რეჟისორებს სადიპლომო ფილმებშიც თამაშზე თანხმდება - "ვერაფრით ვეტყვი უარსო".

მარჯანიშვილის თეატრის და ზოგადად ქართული თეატრის ისტორიაში ძნელად მოიძებნება მსახიობი, რომელიც 67 სეზონია აქტიურ შემოქმედებით პროცესშია ჩართული. თეატრის დღევანდელ რეპერტიარში: “ეუხენა ბალბოა”, “ზვავი”, “თოვლის დედოფალი”, “ჰაჯი მურატი”, “პიგმალიონი”.

რეჟისორ გიზო ჟორდანიასთან ახალ როლზე მუშაობს სპექტაკლში “თეთრი იასამანი”. საღამოზე წარმოადგენილი იქნება: ნაწყვეტებს სპექტაკლებიდან “ეუხენა ბალბოა”, “ჰაჯი მურატი”. ერთგვარი ანონსის სახით ითამაშებს ერთ ეპიზოდს ახალი სპექტაკლიდან “თეთრი იასამანი”, გავიხსენებთ მის მიერ შესრულებულ სცენიურ თუ ეკრანულ სახეებს.

წყარო მარჯანიშვილის თეატრი