კულტურა › საღამო | თბილისი

'სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა' წიგნის პრეზენტაცია

ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერის - ერმოლაოსის (ჭეჟია) ახალი წიგნის ”სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა” პრეზენტაცია - განხილვა. საღამოზე ნაჩვენები იქნება ვიდეო - რგოლები ათონის მთის შესახებ.

სიტყვით გამოვლენ:

დიდი დიღმის, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გურამ ოთხოზორია, სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი - პეტრე კვარაცხელია, მწერალი, თეოლოგი - გიორგი ტიგინაშვილი, წიგნის გამომცემელი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი - ზაურ ნაჭყებია, წიგნის რედაქტორი - ხათუნა გოგია და სხვები...

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბოლნისის, იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის მოსწავლეები (ხელმძღვანელი ნინო დევნოზაშვილი), ანსამბლ რუსთავის სოლისტი, დავით გველესიანი. საღამოს წაიყვანს პოეტი გიორგი კახიძე(ბუნდოვანი).

გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა ხმარდება "ათონელ წმინდანთა სახელობის" ტაძრის მშენებლობის დაწყებას თბილისში.

წყარო: სამების ახალგაზრდული ცენტრი