'კუკარაჩა' - წიგნისა და ფილმის გარჩევა
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ინტელექტუალური კლუბი ’’წიგნის მეგობრები’’ და კინოკლუბი ’’მზესუმზირა’’ გთავაზობთ ერთობლივ პროექტს - უკვდავი ნაწარმოებებისა და მათზე შექმნილი ფილმების შედარებითი ანალიზი.
ერთად გავიხსენოთ, უკვდავი ნაწარმოებები და მათზე შექმნილი უკვდავი ფილმები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშა საზოგადოების კულტურულ განვითარებაში.
პირველი ასეთი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში გაიმართება. მკითხველის სურვილის გათვალისწინებით პირველი შეხვედრისთვის შეირჩა ნოდარ დუმბაძის "კუკარაჩა".
ღონისძიებაზე „კუკარაჩას“ შესახებ ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები:
ფილმის რეჟისორი: ქეთი დოლიძე,
ნოდარ დუმბაძის შვილები: მანანა და ქეთევან დუმბაძეები,
მსახიობები: ნინელი ჭანკვეტაძე, მარინა ჯანაშია და ზაზა კოლელიშვილი.
ასევე გელით კონკურსი თემის ირგვლივ, გამარჯვებულს დავაჯილდოვებთ სიმბოლური პრიზებით. გელოდებათ ძალიან საინტერესო საღამო.
მის: გუდიაშვილის ქ. 7
დასწრება თავისუფალია
წყარო: კინოკლუბი "მზესუმზირა"