› კულტურა › საღამო | თბილისი
ხაჩიძეთა საგვარეულოს მოსწავლე - ახალგაზრდობის შემოქმედებითი საღამო
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ხაჩიძეთა საგვარეულოს მოსწავლე - ახალგაზრდობის შემოქმედებითი საღამო.
ღონისძიებაზე მონაწილეობენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც ატარებენ ამ გვარს ან დედის ხაზით არიან მასთან დაკავშირებულები. შესრულდება საგალობლები და ხალხური სიმღერები ხალხური საკრავების თანხლებით.
გამოიფინება მოსწავლეთა ნახატები, ხეზე კვეთის, ხატწერის, ძერწვის, ფოტოხელოვნების ნიმუშები, აპლიკაციები.
ნაჩვენები იქნება საგვარეულო კავშირის საქმიანობის ამსახველი მოკლე ვიდეოკოლაჟი.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.