ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში შედგება შეხვედრა რელიგიის საკითხებზე
ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში შედგება შეხვედრა რელიგიის საკითხებზე
დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომო გაცნობებთ, რომ ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შედგება შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან, ბატონ ზაზა ვაშაყმაძესა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსთან, ბატონ ვლადიმერ ნარსიასთან.
მრევლთან შეხვედრა იქნება ზოგადი, გაცნობითი ხასიათის. ასევე, მოკლე მიმოხილვა საქართველოში არსებული რელიგიური ვითარების შესახებ. მსმენელებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო თემებზე დასვან შეკითხვები.