საქართველო უცხოეთში | საზღვარგარეთ

შეხვედრა პროფესორ გია დვალთან

შეხვედრა პროფესორ გია დვალთან
შეხვედრა პროფესორ გია დვალთან

ყველა დაინტერესებულ პირს გიწვევთ პროფესორ გია დვალთან შესახვედრად. შეხვედრა გაიმართება მოხსენებისა და კითხვა პასუხის ფორმატში შემდეგ მისამართზე:

Arcisstraße 21, Zimmer 0220
Technische Universität München
80333 München

პროფესორ გიორგი დვალის შესახებ:

პროფესორი გიორგი დვალი არის საერთაშორისოდ ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი ასტრო-ნაწილაკების ფიზიკის ინტერ-დისციპლინარული სფეროში (http://www.en.uni-muenchen.de/news/sciencecasts/dvali/index.html). მისი ნამუშევრები თანაბრად ასტიმულირებს მათემატიკური და თეორიული ფიზიკის სპეციალისტებს სიმების თეორიაში, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, ისევე როგორც კოსმოლოგიასა და ასტროფიზიკაში. 2008 წელს მეცნიერი დაჯილდოვდა ჰუმბოლდტის საპროფესორო ჯილდოთი, გერმანიის ყველაზე უფრო მაღალი სამეცნიერო-კვლევითი ჯილდოთი.

პროფესორი გია დვალი, ბოლო დრომდე - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციისა (CERN, ჟენევა) და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის პროფესორი, არის ნაწილაკების თეორიული ფიზიკის პროფესორი და კათედრის გამგე მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU) ფიზიკის ფაკულტეტის Arnold-Sommerfeld-ის თეორიული ფიზიკის ცენტრში (ASC). ასევე არის მაქს-პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი მიუნხენში.

იგი 2012 წელს არჩეული იქნა განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კომიისიის მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელად საქართველოში.

წყარო: გერმანიის ქართული სათვისტომო