პოლიტიკა › სასამართლო | თბილისი

საკონსტიტუციო სასამართლო უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის სარჩელს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეების უჩა ნანუაშვილისა და მიხეილ შარაშიძის საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარული ოლქების ფორმირების წესის კონსტიტუციურობას შეეხება. აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი 2012 წლის დეკემბერში მომზადდა, რა დროსაც უჩა ნანუაშვილი „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ხელმძღვანელობდა.

წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო