დიპლომატია და მენეჯმენტი - საზაფხულო ინტენსიური კურსი

საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია საერთაშორისო პროტოკოლისა და დიპლომატიის (ISPD) სკოლასთან ერთად ახალ საზაფხულო პროგრამას „დიპლომატია და მენეჯმენტი“ გთავაზობთ.
პროგრამა შექმნილია საერთაშორისო პროტოკოლისა და დიპლომატიის (ISPD) სკოლასთან და საერთაშორისო დიპლომატიური აკადემიებთან თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც მოიცავს თანამედროვე საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიას.
პროგრამის მიზანია:
• საქართველოში დიპლომატიით დაინტერესებული ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარება;
• ახალგაზრდების პიროვნული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, მათი პრაქტიკული და აკადემიური მომზადება;
• ახალგაზრდა პროფესიონალების ცნობიერების ამაღლება თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე დიპლომატიური პოლიტიკის ფორმირებაზე;
„დიპლომატია და მენეჯმენტი“ სასწავლო პროგრამის ფარგლებში შემუშავდა სპეციალური საზაფხულო ინტენსიური პროგრამა. პროგრამა შედგება 4 მოდულისგან და გრძელდება 4 კვირის განმავლობაში.
საზაფხულო ინტენსიური კურსის ფარგლებში აკადემია სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ პროგრამას:
• ორგანიზაციული განვითარება და მენეჯმენტი;
• საჯარო სიტყვით გამოსვლის ხელოვნება;
• საერთაშორისო მოლაპარაკებები;
• ეთიკა და დიპლომატიური პროტოკოლი;
კურსის ფარგლებში ლექციები გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროში, სართაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ოფისში (ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგებლობა) და საელჩოებში;
ლექციებს წაიკითხავენ აღნიშნული ინსტიტუციების წამყვანი პირები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის არსებული და ყოფილი წევრები; რომელთაც აქვთ აღნიშნულ თემებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება;
მეთოდოლოგია
სწავლების მეთოდიკა ეფუძნება საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებს;
კურსის პრაქტიკული ნაწილი:
• სიმულაციური თამაშები;
• ვორქშოფები
• ქეისების განხილვა;
• სემინარები;
• შეხვედრები საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველოში;
თითოეული მოდულის ფარგლებში გამართული აქტივობების ხანგრძლივობა:
• თეორიული ლექცია - 4 საათი;
• პრაქტიკული სავარჯიშო - 2 საათი;
• ვიზიტი ინსტიტუციაში - 2 საათი;
კურსის ხანგრძლივობა 1 თვე; განხორციელების თარიღი 2 ივლისი - 2 აგვისტო;
სრული კურსის ღირებულება შეადგენს 600 ლარს, კურსის ღირებულების ნაწილი (250 ლარი) დაფარულია საქართველოს დიპლომატიისა და აკადემიის მიერ; შესაბამისად კურსის გადასახადი 350 ლარს შეადგენს.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი არაუგვიანეს 28 ივნისისა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: academy@georgiandiplomacy.
პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები წარდგენილ იქნებიან გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ქ.თბილისი, გ.ტაბიძის ქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართული
ტელ.: (32) 2 93 38 81; 599 56 03 48; 557 29 11 69