ბუღალტერიის შემსწავლელი კურსები
ტრენინგ ცენტრი "NB" გიწვევთ ბუღალტერიის შემსწავლელ კურსებზე.
თქვენ შეისწავლით ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტებით, კომპიუტერულ ბუღალტერიას "ორის" + პრაქტიკული ბუღალტერიის კურსს. მსმენელები შეისწავლიან ბუღალტერიას საერთაშორისო სტანდარტებით, ბასის პროგრამით.
პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვინც ნულიდან იწყებს ბუღალტერიის შესწავლას; ასევე მათთვის, ვინც უკვე მუშაობდა ბუღალტრად საერთაშორისო სტანდარტების შემოღებამდე და სურს საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით დაეუფლოს პრაქტიკული ბუღალტერიას.
თითეული თემატიკა განხილული იქნება პრაქტიკულ მაგალითზე და მოიცავს ყველა იმ საბუღალტრო ოპერაციის წარმოებას და პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას, საგადასახადო დეკლარაციების შევსებას, რაც ევალება ბუღალტერს ერთ საანგარიშგებო წლის განმავლობაში წლიური ფინანსური ანგარიშგების ჩათვლით.
თეორიული ნაწილის თემატიკა:
- ანგარიშთა გეგმა
- სალაროს ოპერაციები
- ბანკის ოპერაციები
- მოთხოვნის აღრიცხვა
- ვალდებულებების აღრიცხვა
- სასაქონლო მატერიალური მარაგის აღრიცხვა
- უკან დაბრუნებული საქონლის აღრიცხვა. რეალიზაციის და დღგ-ს კორექტირება.
- წარმოების პროცესის აღრიცხვა
- პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია
- გაყიდვების აღრიცხვა
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
- არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
- ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები
- შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
- იჯარის აღრიცხვა
- ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
- საცდელი ბალანსის შედგენა.
კურსის ხანგრძლივობა: 15 გაკვეთილი. მეცადინება ტარდება დღეგამოშვებით.
ღირებულება: 150 ლარი (3 - 5კაციან ჯგუფში); ინდივიდუალურად 200 ლარი.
მეორე თვე: კომპიუტერული ბუღალტერიის - Oris - ის შესწავლა:
- ახალი ორგანიზაცის შექმნა. ანალიზური პერიოდის დაყენება. სასტარტო ნაშთების დასმა.
- ანგარიშთა გეგმაში ახალი ანგარიშის დამატება და ქვეანგარიშების შექმნა.
- სასაქონლო ანგარიშების შექმნა, საწყობის დამატება.
- ორგანიზაციებთან მუშაობა, მათი დამატება ანგარიშთა გეგმაში (დებიტორ, კრედიტორები), ანგარიშვალდებული პირები, მათი ანგარიშების გახსნა.
- ხელფასის დარიცხვა და გაანგარიშება, სახელფასო უწყისების შედგენა და მათი ბეჭდვა.
- პირველადი და საბოლოო ფორმები. მათი ფორმირება და ბეჭდვა.
- ძირითადი საშუალებების ბარათის შექმნა, მათი მიღება, ცვეთის დარიცხვა, სასტარტო ნაშთად დასმა, ჩამოწერა, აფასება, ჩამოფასება.
- მოგება-ზარალის ფორმირება.
- ბალანსის შედგენა, საცდელ ბალანში ანგარიშების დამატება, გადასახურ ანგარიშებში ანგარიშების დამატება.
- ორგანიზაციის ასლის აღება და გახსნა პაროლის დადება, მოხსნა.
- საოპერაციო პერიოდის დახურვა და გახსნა.
კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი.
ღირებულება: 80 ლარი.
პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი:
მესამე თვე გათვალისწინებულია მათთვის, ვინც გაიარა თეორიული კურსი, ფლობს ორისის პროგრამას და სურს ცოდნის გაღმავება პრაქტიკული კუთხით; ასევე დამწყებ ბუღალტერთათვის, ვისაც აქვს სურვილი გაიღრმავონ პროფესიული ცოდნის დონე ამ სფეროში.
პრაქტიკულ ბუღალტერიას ისწავლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე, როგორიცაა მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტის, წარმოების სფერო.
შეისწავლით შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავებას:
- სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
- ბანკის ამონაწერის დამუშავება,
- საქართველოს ბანკის, პროკრედიტ ბანკის, ლიბერთი ბანკის და ტაოპრივატბანკის ინტერნეტ - ბანკინგის მოხმარების შესწავლა.
- სასაქონლო ზედდებულების, ქვე ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ ფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge - ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება საქონლის უკან დაბუნების დროს.
- ბრუნვითი უწყისი;
- ხელფასის უწყისის შედგენა;
- ყოველთვიური საშემოსავლოს და თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
- საგადასახადო დეკლარაციების (დღგ-ეს; აქციზის; მოგების; ქონების) შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე.
- საქართველოს შრომითი კოდექსი; შრომითი ხელშეკრულების დადება; გამოსაცდელი ვადა, მივლინება.
კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ აწარმოონ როგორც სალაროს წიგნი, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, სასაქონლო ზედნადებები, ბრუნვითი უწყისი, ხელფასის უწყისი, ასევე, საგადასახადო დეკლარაციების შევსება, როგორიცაა: დღგ - ს დეკლარაცია, საშემოსავლოს დეკლარაცია, მოგების დეკლარაცია, ქონების დეკლარაცია.
მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ, მცირერიცხოვან ჯგუფებში და ინდივიდუალურად.
ღირებულება: ინდივიდუალურად 200 ლარი; ჯგუფში 150 ლარი.
კურსს უძღვება ACCA - ის კურსდამთავრებული მოქმედი მთავარი ბუღალტერი, ინგა უზუნაშვილი.
საბუთების დამუშავება წარმოებს ლიცენზირებულ პროგრამა "ორისში". კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, სულხან საბას ქ. 1/5, ეროვნული ბანკის გვერდით.
ტელეფონები: 2 728787, 2 146643, 593 737043
ელფოსტა: birchadze12@gmail.com
Skype: nbcenter.ge
ვებ - გვერდი: www.nbcenter.ge
ავტორი ტრენინგ ცენტრი "NB"
წყარო: Knowledge is Power