განათლება › სასწავლო კურსი | თბილისი

ჩინური ენის კურსები

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი აცხადებს მსმენელთა მიღებას ჩინური ენის კურსებზე.

ჩინური ენის შემსწავლელი პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, შეისწავლოთ ჩინური ენა ნულოვანი დონიდან. მათ, ვინც უკვე ფლობს ენას სწავლის დაწყებამდე, ჩაუტარდება ტესტირება, რათა განისაზღვროს, თუ რომელ ეტაპზე გააგრძელებს სწავლას.

ჩინური ენის კურსებზე სწავლება ხორციელდება უახლესი სახელმძღვანელოების საშუალებით. ძირითად სასწავლო მასალასთან ერთად გათვალისწინებულია აუდიო და ვიდეო მასალის გამოყენება. მეცადინეობებს ატარებენ როგორც ქართველი, ასევე ჩინეთიდან მოწვეული პედაგოგები.

მსმენელებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში, რომელსაც ესწრებიან ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ჩინური ლიტერატურითა და აუდიო - ვიდეო მასალით მდიდარი ბიბლიოთეკა.

წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ ჩინეთში სტაჟირების შესაძლებლობა.

კურსის ხანგრძლივობა:

ჩინური ენის კურსი მოიცავს სწავლების 6 ეტაპს. თითოეულ ეტაპზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 16 კვირას (4 თვე). ყოველი მეორე ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელს გადაეცემა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის სერტიფიკატი. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3 - ჯერ 2 საათი ჩინურ ენაში და 1 საათი ჩინეთის კულტურაში.

კურსის ღირებულება და გადახდის პირობები:

პროგრამის ღირებულება შეადგენს 225 ლარს თვეში. პირველი ორი თვის სწავლის საფასური მსმენელმა უნდა დაიფაროს სწავლის დაწყებამდე, ხოლო მეორე ნახევარი ერთი თვის შემდეგ.

პროგრამის გასავლელეად უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:

მონაწილეებთან დაკავშირება მოხდება სწავლის დაწყებამდე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკონტაქტო პირი: თეა ხინჩაგაშვილი
მობ: 579 494848
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
ვებ გვერდი:
Facebook:

წყარო: Knowledge is Power