პრაქტიკული ტრენინგი სახელმწიფო შესყიდვებში

"ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი" გთავაზობთ ოთხკვირიან პრაქტიკული ტრენინგ კურსს სახელმწიფო შესყიდვებში - სახელმწიფო შესყიდვებსა და მათი ადმინისტრირების წესების ძირეულ მიმოხილვას საკანონმდებლო და მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით, შესყიდვების პროცესის დაგეგმვასა და მართვას კონკრეტული ქეისების გათვალისწინებით.
სამიზნე ჯგუფი:
კურსი საჯარო და სამოქალაქო სექტორში მომუშავე პირებისათვის, რომელთა უშუალო კომპეტენციაში შედის შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების წარმოება თუ მართვა, მონიტორინგი და ადმინისტრირება. ასევე, კურსის გავლა შეუძლიათ სხვა დაინტერესებულ პირებსაც.
კურსის მიზანი:
მსმენელები კურსის მიმდინარეობის განმავლობაში გაივლიან "სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირებასთან" დაკავშირებულ პრაქტიკულ კურსს, გაეცნობიან აღნიშნული დარგის თითოეულ მიმართულებაში, სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ დაგროვილ პრაქტიკულ გამოცდილებას, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესყიდვის სფეროში არსებულ წესებსა და ნორმებზე, ასევე, მიიღებენ ყველა იმ პრაქტიკულ ცოდნას, ინფორმაციას, გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, წარმატებით განახორციელონ შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხები.
ტრენინგ კურსი მოიცავს:
- სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა და ერთგვაროვნების დადგენს წესი (Common Procurement Vocabulary - CPV კოდები);
- სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ფინანსური მონიტორინგი და შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან;
- პრაქტიკული სავარჯიშო;
- გამარტივებული შესყიდვა, შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე;
- შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენა, ბაზრის კვლევა;
- სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა;
- სამშენებლო-სარემონტო სამუშაოს შესყიდვის მიზნით, სატენდერო დოკუმენტაციისა და დეფექტური აქტების შედგენის თავისებურებები;
- შესყიდვის ობიექტების თავისებურებები შესყიდვის განხორციელების პროცესში;
- პრაქტიკული სავარჯიშო - სხვადასხვა შესყიდვის ობიექტებისათვის სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა;
- სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებებისა და რედაქტირების განხორციელება;
- წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება, ტენდერის შედეგების შეფასება, საექსპერტო დასკვნა, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების შედგენა;
- პრაქტიკული სავარჯიშო - ქეისების განხილვა;
- კონკურსი;
- პრაქტიკული სავარჯიშო - საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენა;
- კონსოლიდირებული ტენდერი, ერთობლივი ტენდერი;
- სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვა აქტები და მათი ურთიერთკავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან;
- საგადასახადო სისტემის მოთხოვნები სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში, დღგ-ის ფაქტორი, რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების დაბეგვრის მეთოდები;
- პრაქტიკული სავარჯიშო - ქეისების განხილვა;
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების აუცილებელი პირობები და პუნქტები;
- ინსპექტირება, ცვლილებები და დამატებები ხელშეკრულებაში;
- შესყიდვების საქმისწარმოება და დოკუმენტბრუნვა, ბრძანებები, ნებართვები და შეტყობინებები;
- შეკითხვები და კომენტარები.
კურსის შედეგი:
კურსის გავლის შემდგომ მსმენელი გაიღრმავებს ცოდნას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესების მართვის შესახებ, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კონტექსტში, შეიძენს იმ პრაქტიკულ უნარ - ჩვევებს, რომელიც დაგროვებულია წლების მანძილზე სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. მსმენელი დამოუკიდებლად შეძლებს ორგანიზაციაში შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვას, იდენტიფიცირებას, ეფექტიანობის გაზომვას, ბიზნეს-პროცესის მონაწილეების განსაზღვრას.
დრო: 19:30-21:30.
დღეები: ოთხშაბათი, პარასკევი.
ღირებულება: 250 ლარი.
მისამართი: მელიქიშვილის 1/6, II სართული
ტელ: 995 32 2309084
მობ: 595 857700
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: epecgroup@gmail.com
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2014 წ.
წყარო: Knowledge is Power