მიიღე Oxford House College - ში სწავლის შესაძლებლობა

შეისწავლე, გაიუმჯობესე საკომუნიკაციო ენა და მიიღე Oxford House College - ში სწავლის შესაძლებლობა.
ტრეინინგ - ცენტრი ELCml -ი Oxford House College - თან პარტიორობით გაძლევთ შესაძლებლობას გაიაროთ ზოგადი ინგლისური ენის საზაფხულო ინტენსიურ კურსი და უმოკლეს დროში აიმაღლოთ ინგლისური ენის ცოდნის დონე.
კურსი შემუშავებულია სპეციალურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, რომელიც დაეხმარება მსმენელებს ეფექტურად შეძლონ კომუნიკაციის დამყარება ინგლისურ ენაზე ფორმალურ, თუ არაფორმალურ გარემოში.
სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, რაც ხელს უწყობს მსმენელებისთვის საკომუნიკაციო უნარ - ჩვევების განვითარებას.
კურსი მოიცავს: Grammar, Writing, Reading, Listening & Speaking. წარმატებული კურსდამთავრებულები, სპეციალური გამოცდისა და ტესტირების შედეგად მიიღებენ დაფინანსებას Oxford House College-ში სწავლის გასაგრძელებლად.
კურსის სწავლების მეთოდები:
შემუშავებული პროგრამა ეყრდნობა ინგლისური ენის შესწავლის ყველაზე ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მეთოდიკას, რომელიც მოიცავს ოთხივე ენობრივი ასპექტის (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) განვითარებასა და ჩამოყალიბებას. პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგია უზრუნველყობს მსმენელების თანაბარ ჩართულობას სწავლის პროცესში და უზრუნველყობს ახლად შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებას. კურსის ფარგლებში მეცადინეობისას ჩატარდება აუდიო და ვიდეო გაკვეთილები, გამოყენებული იქნება თეორიული და პრაქტიკული მასალები, ტესტები და სხვადასხვა სავარჯიშოები. კურსის დასრულების შემდგომ მსმენელები შეძლებენ თავისუფლად ისაუბრონ სხვადასხვა თემაზე ფორმლურ, თუ არაფორმალურ სიტუაციებში.
იხილეთ ვრცლად ინგლისური ენის ინტენსიური კურსი
წყარო: ტრეინინგ - ცენტრი ELCm