განათლება › სასწავლო კურსი | თბილისი

Creative English Academy - უცხოელი პედაგოგის დახმარებით ინგლისური ენის სწავლება

Creative English Academy - უცხოელი პედაგოგის დახმარებით ინგლისური ენის სწავლება
Creative English Academy - უცხოელი პედაგოგის დახმარებით ინგლისური ენის სწავლება

23 ივნისიდან - 20 ივლისამდე, ორგანიზაცია “Youth Space” გაძლევთ საშუალებას, უცხოელი პედაგოგის დახმარებით ისწავლოთ და გაიუმჯობესოთ ინგლისური ენა, პროექტის ფარგლებში “CREATIVE ENGLISH ACADEMY”.

“CREATIVE ENGLISH ACADEMY” ეს არის ინტენსიური (4 კვირიანი) ინგლისური ენის საზაფხულო კურსი, რომელიც დაფუძნებულია ფორმალურ, არაფორმალურ და არაოფიციალურ განათლებაზე.

პროგრამა და სწავლების მეთოდოლოგია მთლიანად მორგებული იქნება მონაწილეებზე და მათ ჩართულობაზე.

იმისთვის, რომ სწავლის პროცესი იყოს მიმზიდველი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტური, სწავლების დროს გამოყენებული იქნება კონკრეტული მეთოდები და მიდგომები, როგორიცაა: დისკუსიები, როლური თამაშები, სიმულაციები, ფილმები, მუსიკალური გაკვეთილები, გარე აქტივობები და სხვა.

კურსი მოიცავს ინტენსიურ 4 კვირას და ლექციები გაიმართება კვირაში ოთხჯერ, ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი.

  • ორშაბათი
  • ოთხშაბათი
  • პარასკევი
  • შაბათი

I ჯგუფი - 11:00-13:00 საათამდე
II ჯგუფი - 18:30-20:30 საათამდე

კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ Pre-Intermediate დონეზე ინგლისური ენის მცოდნე 16-35 წლამდე ახალგაზრდებს.

სრული კურსის ღირებულებაა - 170 ლარი

ღირებულებაში შედის:

  • ოთხ კვირიანი ინტენსიური ინგლისური ენის კურსი უცხოელ პედაგოგთან;
  • ლექციები კვირაში ოთხი დღე, თითოეული ლექცია 2 საათი 10 წუთიანი შესვენებით;
  • ლექციების დროს შესვენებისას ყავა/ჩაი;
  • ასწავლო მასალა;
  • თქვენთვის საჭირო საკანცელარიო ნივთები;
  • ერთდღიანი ინგლისურენოვანი ექსკურსია ყაზბეგში (კვების და ტრანსპორტირების უზრუნველყოფით);
  • ინგლისური ენის Intermediate დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი;

ენის კურსში მონაწილეობის მისაღებად გამოგვიგზავნეთ აპლიკაცია შემდეგი ბმულის საშუალებით:

https://docs.google.com/forms/d/1Dh3xCqD5QpTAOfyGFXF4zpoquOSZwSeY7sJzVKz7FAw/viewform?c=0&w=1

ან დაგვიკავშირდით:
ტელ: 593 199 333, 551 110 400
Email: youthspacegeorgia@gmail.com

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ივნისი

ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გვეწვიეთ FB/ახალგაზრდული სივრცე.

ავტორი: ახალგაზრდული სივრცე

წყარო: Knowledge is Power