განათლება › სასწავლო კურსი | თბილისი

კურსი 'ბიზნეს პროცესების მართვა'

თითოეული კომპანიის ყოველდღური საქმიანობა, მიუხედავად მისი ტიპისა და ზომისა, არის  ბიზნეს პროცესების ერთობლიობა. მაგალითად:

  • რესტორანში კლიენტის გამასპინძლება
  • საწარმოში პროდუქციის წარმოება
  • დისტრიბუცია
  • საჭირო ნედლეულის შესყიდვა
  • პროდუქციის დაფასოება
  • კლინიკაში პაციენტის მკუნალობა
  • ახალი თანამშრომლის აყვანა
  • ტენდერის გამოცხადება
  • გადასახადების გადახდა
  • დავალიანების ამოღება
  • პროდუქციის გაყიდვა
  • ბანკში ანგარიშის გახსნა
  • კლიენტის დაკვეთის მიღება და სხვა

ხშირ შემთხვევაში ეს პროცესები არ არის ნათლად ჩამოყალიბებული. თანამშრომებისთვის ბუნდოვანია რა შედის საკუთარ და სხვების მოვალეობებში. არაეფექტური ბიზნეს პროცესების მაგალითებია:

  • რესტორანში შემოსულ კლიენტს არავინ აქცევს ყურადღებას
  • ქარხანაში აღმოჩნდა, რომ შესყიდული ხელსაწყო არ პასუხობს წარმოების მოთხოვნებს
  • ბანკში ფულის შეტანისთვის კლიენტს რამდენიმე ოპერატორთან უწევს მისვლა
  • ჩაწერილი პაციენტი კლინიკაში საათობით დგას რიგში
  • მაღაზიაში კონსულტანტი “თავს არ იწუხებს” საწყობში ან მაღაზიის სხვა ფილიალებში პროდუქციის არსებობის გადამოწმებაზე და სხვა

არაეფექტური ბიზნეს პროცესები ხშირ შემთხვევაში ხდება პრობლემების მიზეზი, მაგალითად:

  • პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის გაუარესება
  • კლიენტის უკმაყოფილება
  • წარმოების / მომსახურების გაძვირება
  • პროცესის დროში გაწელვა
  • თანამშრომლების დემოტივაცია
  • შიდა კონფლიქტები
  • ადამიანური და სხვა ტიპის რესურსების არაეფექტური ხარჯვა და სხვა

ბიზნეს პროცესების მართვა არის პროცესების ეფექტურად აწყობის საერთაშორისო მეთოდოლოგია. მისი დახმარებით პროცესები ხდება ნათელი, გამოირიცხება ფუჭი დანახარჯები, რაც უზრუნველყოფსკომპანიის ეფექტურობის ზრდას.

ვინ უნდა გაიაროს სასწავლო კურსი

  • კურსისგან სარგებელს მიიღებენ როგორც მცირე ბიზნესის მფლობელები, ასევე საშუალო და დიდი ზომის კომპანიების ზედა და შუა რგოლის მენეჯერები.

რას მივიღებ კურსის გავლით

კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • გამოყონ მნიშვნელოვანი პროცესები
  •  აღწერონ და გააანალიზონ ისინი
  •  იპოვონ არაეფექტური ნაბიჯები
  •  გამოასწორონ ხარვეზები
  •  დანერგონ ცვლილებები

ავტორი: მართვის აკადემია

წყარო: Knowledge is Power