ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განმავითარებელი ტრეინინგების კურსი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიდერთა კლუბი“ ატარებს „ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განმავითარებელი ტრეინინგების კურსს“, რომელსაც გაუძღვება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, Former Adjunct at Saton Hall University, გაეროს ასოცირებული ტრენერი - ქალბატონი ნანა გოგოხია.
სასწავლო პროცესი წარიმართება ა(ა)იპ „ლიდერთა კლუბის“ ბაზაზე. მონაწილეების განკარგულებაში იქნება ორგანიზაციის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. ტრენინგი წარიმართება workshop-ის ფორმატით და ასევე, მონაწილეები ჩაერთვებიან სხვადასხვა საქმიან თამაშებში.
პროგრამის მიზანი
ეფექტური კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანი მოლაპარაკებისა თუ ზოგადად ურთიერთობის წარმართვისათვის, ვერბალური კომუნიკაციის თვისებურებებისა და არავერბალური სიგნალების ცოდნა და მათი გამოყენება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს წარმატებას ნებისმიერ სფეროში. ლიდერული უნარების ცოდნა მნიშვნელოვანია ორგანიზაციისა და ჯგუფის მართვის საკითხებში.
პროგრამის მიზანია ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარება, საჭირო ინფორმაციის გადაცემა მონაწილეებისათვის და დადებითი დამოკიდებულების შექმნა.
პროგრამაში ჩართვის წინაპირობები
არასრული საშუალო/უმაღლეს განათლება.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა – 20 კაცი.
ტრენინგის საფასური - 10 ლარი.
თანხის გადახდა შესაძლებელია შემდეგი სახით:
მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი;
დანიშნულებაში მიუთითეთ ნანა გოგოხიას ტრეინინგები
გადარიცხეთ თანხა შემდეგ რეკვიზიტებზე:
ააიპ „ლიდერთა კლუბი“ საიდენტიფიკაციო კოდი: 404933015
ს.ს. საქართველოს ბანკი ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE85BG0000000498847000
შესარჩევი კრიტერიუმი:
- უნდა იყოთ 15-დან 40 წლამდე ასაკის.
ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდების ბოლო ვადაა 26 ივნისი.
ტრენინგის გავლის მსურველები დაგვიკავშირდით:
ლაშა თაკალანძე - lasha.takalandze@gmail.com
ტელ: 595 079 183
ნინო ჭოველიძე: 593 444 336
აპლიკაციის შესავსებად გადადით შემდეგ ლინკზე:
http://goo.gl/dFnOlZ
წყარო: ლიდერთა კლუბი