აუდიო-ვიდეო პროდუქციის წარმოებაში სასერტიფიკატო კურსი

ჯიპა გთავაზობთ უნივერსიტეტის სტუდენტური მედიის და „რადიო ჯიპას (FM 94.3)“ ბაზაზე შექმნილ სასერტიფიკატო კურსს აუდიო-ვიდეო პროდუქციის წარმოებაში. კურსი შექმნილია სპეციალურად მათთვის ვინც დაინტერესებულია რადიოში მუშაობის სპეციფიკით. ის მიზნად ისახავს ისეთი კომპეტენციების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია საინფორმაციო ხასიათის აუდიო და ვიდეო ტელე-რადიო პროდუქციის მომზადებისთვის
კურსის განმავლობაში მონაწილეები დაეუფლებიან აუდიო და ვიზუალური თხრობის ტექნიკას. ისწავლიან ინტერვიუს წარმართვის ტექნიკას, აუდიო და ვიდეო ინტერვიუ ჩაწერას. ასევე, როგორ დაწერონ ტექსტი რადიო და ვიდეო სიუჟეტისათვის. როგორ დაამონტაჟონ აუდიო და ვიდეო მასალა, როგორ ააწყონ სიუჟეტი. რა კავშირია, აუდიო ნაწილსა და ვიდეო სტრუქტურას შორის.
კურსის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან:
- აუდიოს ჩაწერისა და ვიდეოს გადაღების საწყისებს;
- აუდიო და ვიდეო მონტაჟის საფუძვლებს;
- ნარაციის (ტექსტის) წერას რადიო და სატელევიზიო სიუჟეტისთვის;
- აუდიო და ვიდეო სიუჟეტის მომზადებას;
- ამბის აუდიო და ვიზუალური თხრობის საფუძვლებს;
სწავლისშედეგები:
ამ კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები დაეუფლებიან სამაუწყებლო ჟურნალისტიკის საფუძვლებს. მიიღებენ ცოდნას, რომელიც გამოადგებათ რადიოსა და ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტებს. ასევე მათ, ვისაც საიტებისა თუ სოციალური მედიისათვის აუდიო და ვიდეოსიუჟეტების ამზადებენ;
კურსი განკუთვნილია:
რადიოსა და ტელევიზიაში მომუშავე (ან მუშაობის დაწყების სურვილის მქონე) ჟურნალისტებისთვის. ასევე, ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც სხვადასხვა ვებსაიტისათვის თუ სოციალური მედიისათვის აუდიო და ვიდეო სიუჟეტებს ამზადებს; კურსი შეიძლება იყოს მოსამზადებელი ეტაპი იმ ადამიანებისათვის, ვინც აუდიო და ვიზუალურ ხელოვნებაში, სატელევიზიო და რადიო ჟურნალისტიკაში უმაღლესი განათლების მიღებას (მაგისტრატურა) გეგმავს;
კურსის თემატიკა:
პირველი კვირა (week 1)
- მედია გარემოს ანალიზი/მედია თანამედროვე კონტექსტში
- პროფესიული სტანდარტები
- რადიო პროდუქციის ტიპები (ახალი ამბები/ რადიო რეპორტაჟის ტიპები)
ტრენერი: თიკო ნაჭყებია და თინა ცისკარაძე
მეორე კვირა (week 2)
- ტექნიკური უნარები (აუდიო მონტაჟი, პრაქტიკული სავარჯიშო)
- კრეატიულობა
- აუდიო თხრობა (პრაქტიკული დავალება-აუდიოს ჩაწერა, მონტაჟი, დემონსტრაცია და განხილვა)
ტრენერი: თინა ცისკარაძე
მესამე კვირა (week 3)
- რა არის ახალი ამბები და მიმდინარე მოვლენები (კრიტერიუმები, ღირებულებები)/კვლევა და წყაროებთან მუშაობა
- ახალი ამბების მომზადება (პრაქტიკული სავარჯიშო/ახალი ამბების წერა, წამყვანის როლი. ახალი ამბების ჩაწერა, მონტაჟი, დემონსტრაცია-განხილვა)
- რადიო რეპორტაჟის გრამატიკა (დემონსტრაცია/პრაქტიკული სავარჯიშო-რეპორტაჟის მომზადება) (გუნდური მუშაობა, ინტერვიუ, ტექსტი)
ტრენერი: თინა ცისკარაძე
საბოლოო პროექტის პრეზენტაცია (ჯგუფური პროექტი);
მეოთხე კვირა (week 4)
- ვიდეოკამერასთან მუშაობის ტექნიკური საფუძვლები (ექსპოზიცია, ბალანსი, ფოკუსი, ავტომატურ და მანუალურ რეჟიმებში მუშაობა); პრაქტიკული სავარჯიშო;
- ვიდეოკამერასთან მუშაობა (კადრის კომპოზიცია, გადაღება შტატივითა და შტატივის გარეშე, გადაღება მოძრავი კამერით, სხვადასხვა სიმსხვილის ხედები;); პრაქტიკული სავარჯიშო;
- ვიზუალური გრამატიკა; მონტაჟის ტექნიკური საფუძვლები; პრაქტიკული სავარჯიშო;
ტრენერი: თიკო ნაჭყებია
მეხუთე კვირა (week 5)
- ინტერვიუს გადაღების ტექნიკა; როგორ ჩავწეროთ კარგი ინტერვიუ? პრაქტიკული სავარჯიშო;
- მონტაჟის საფუძვლები (მონტაჟი კადრის სიმსხვილის, სივრცეში ორიენტაციისა და კადრში მოძრაობის მიხედვით); პრაქტიკული სავარჯიშო;
- ვიდეო რიგი (სიქვენსი), მისი გადაღებისა და მონტაჟის საფუძვლები; პრაქტიკული სავარჯიშო;
ტრენერი: თიკო ნაჭყებია
მეექვსე კვირა (week 6)
- სატელევიზიო სიუჟეტის სტრუქტურა და ელემენტები; (დეკონსტრუქცია, ჯგუფური მუშაობა);
- სატელევიზიო სიუჟეტის ელემენტები (სინქრონი, stand-up, vox-pop); პრაქტიკული დავალება;
- პირდაპირი ჩართვის სპეციფიკა; პრაქტიკული სავარჯიშო;
საბოლოო პროექტის პრეზენტაცია (ჯგუფური პროექტი);
ტრენერი: თიკო ნაჭყებია
პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ჯიპას უნივერსიტეტის სერტიფიკატს და „რადიო ჯიპას (FM 94.3)“ სტაჟირების დამადასტურებელ დოკუმენტს.
ლექციები ჩატარდება „რადიო ჯიპას (FM 94.3)“ ბაზაზე 4 ივნისიდან (კვირაში 3 ლექცია, ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი, 19:00 საათიდან 22:00 საათამდე) განმავლობაში.
ფასი: 950 ლარი; მიღება დაიწყო!
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30.05.2014
ავტორი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
წყარო: Knowledge is Power