კურსი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში
კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია CISCO აკადემიასთან და უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიასთან (C.A.S.E) ერთად წარმოგიდგენთ გრძელვადიან სასწავლო კურსს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, რომლის მონაწილეებსაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა შემდეგ დისციპლინებში: კომპიუტერის არქიტექტურა, ოპერაციული სისტემები, ქსელები, ინფორმაციული უსაფრთხოება.
მოცემული კურსი იძლევა იმის გარანტიას, რომ ყოველი მონაწილე მიიღებს ინფორმაციის მაქსიმუმს და პრაქტიკულ გამოცდილებას.
ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ (2-2 საათი), 8 თვის განმავლობაში.
შესაბამისი გამოცდების ჩაბარებისა და კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სამმაგი სერტიფიკატი: Cisco IT Essentials, კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიისა და უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის (C.A.S.E) მიერ.
განსაკუთრებით აქტიური მსმენელები სწავლის პარალელურად გაივლიან ერთწლიან პრაქტიკას კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემიის კომპიუტერულ ლაბორატორიებში.
(995) 593 555 025, (995) 555 870 880
ვებ-გვერდი:ctaedu.ge. ctaedu.ge@gmail.com
რუსთაველის გამზ. № 36; მე-3 სართული.