› საზოგადოება | თბილისი
თამარ სანიკიძე აუტიზმის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს მოინახულებს
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის 166-ე საჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებს მოინახულებს და საჩუქრებს გადასცემს.
მისამართი: აკ. წერეთლის გამზ. N42 (დიდუბის ეკლესიასთან)
წყარო: PIA - საინფორმაციო სააგენტო