საზოგადოება | თბილისი

ლექცია 'რელიგიური წარმოდგენები ქრისტიანობის შემოსვლამდე'

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს.

მოხსენებას სახელწოდებით „საქართველოს არქეოლოგია და რელიგიური რწმენა-წარმოდგენები ქრისტიანობის შემოსვლამდე" წაიკითხავს ნინო ლორთქიფანიძე, მეცნიერებათა დოქტორი, ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი.

შეიცავს თუ არა ყოველთვის რელიგიურ სიმბოლიკას უძველეს, კერძოდ ქრისტიანობამდელი ეპოქის არქეოლოგიურ არტეფაქტზე შესრულებული გამოსახულება?! სად გადის ზღვარი ხელოვნების უძველეს ნიმუშებზე რელიგიური რწმენა-წარმოდგენების გამოსახვასა და ესთეტიკას შორის? როცა არ გვაქვს წერილობითი წყაროები, რას მოგვითხრობენ საკულტო დანიშნულების ნივთები? ეს კითხვები ჩნდება აგრეთვე საქართველოში აღმოჩენილი იმ მრავალფეროვანი არქეოლოგიური არტეფაქტების შემთხვევაში, რომლებიც მათი სოციალურ-ეკონომიკური და ისტორიული ფონის ამსახველ არქეოლოგიურ მასალასთან ერთად წარმოდგენილია გამოფენაზე ნეოლითის ეპოქიდან ახ. წ. IV საუკუნემდე ქართული კულტურის განვითარების საერთო კონტექსტში. ამ არტეფაქტების ერთობლიობა შესაძლებლობას იძლევა ეპოქების მიხედვით გავადევნოთ თვალი საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე სხვადასხვა კულტურების მატარებელი საზოგადოების რელიგიური რწმენა-წარმოდგენების გამოხატვასა და მათ სისტემურ ცვლილებას. ვანში ახლადაღმოჩენილი ბრინჯაოს ნივთების განძი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ხელოვნების ნიმუში "რელიგიის ენა", რომელიც ამავდროულად შეიძლება დაგვეხმაროს ისტორიული რეალობის აღდგენაში.

ლექცია გაიმართება საგამოფენო დარბაზში. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 93 16 52 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.

წყარო: "საქართველოს ეროვნული მუზეუმი