საზოგადოება | თბილისი

მაია ცერცვაძის საჯარო ლექცია პარლამენტის ბიბლიოთეკაში

 მაია ცერცვაძის საჯარო ლექცია
მაია ცერცვაძის საჯარო ლექცია

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართება მაია ცერცვაძის საჯარო ლექცია ”მე არ დამკარგავს სამშობლო - “ვეფხისტყაოსნის” კოსმოლოგიის ემიგრანტი მკვლევარი ლადო ბელიაშვილი”.

საჯარო ლექცია თანმხლები ფოტოკოლაჟით ლადო ბელიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.

მაია ცერცვაძე: ”ქართველი მწერლის აკაკი ბელიაშვილის უმცროს ძმას, საფრანგეთში ტრაგიკულად დაღუპულ ვლადიმერ (ლადო) ბელიაშვილს (1906-1961), ნაკლებად იცნობს ფართო საზოგადოება. იგი რუსთველოლოგი და ”ვეფხისტყაოსნის” კოსმოლოგიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარია, ხოლო 1956 წელს პარიზში გამოცემული მისი წიგნი “რუსთაველის და დანტეს იდუმალი” (Les Secrets de Rousthaveli et de Dante Aliguiery) ქართული ემიგრაციისა და კულტურის ისტორიაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრების ღირსია.”

დასწრება თავისუფალია

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა