საზოგადოება | თბილისი

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის დებატები

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ეკონომიკური განათლების ცენტრის მიერ ტარდება ეკონომიკური დებატები ბაკალავრიატის სტუდებტებისათვის. დებატების პირველი ტური გაიმართება 5-6 აპრილს , ხოლო მეორე ტური 12 აპრილს.

დებატები გაიმართება გუნდური პრინციპით. გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა ფულადი პრიზები.

დებატები ჩატარდება ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ტრენინგცენტრში, მონაწილეობის ხარჯები სრულიად ანაზღაურდება ორგანიზაციის მიერ. მის: თბილისი ორბელიანის ქუჩა #35.

წყარო: დებატები ეკონომიკურ საკითხებზე