საზოგადოება | თბილისი

'წიგნის კითხვის დღე' პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 'წიგნის კითხვის დღე'
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 'წიგნის კითხვის დღე'

უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, შაბათი დღე, წიგნის კითხვის დღედ არის გამოცხადებული. ყოველ შაბათს, ინტელექტუალური კლუბი "წიგნის მეგობრები“ საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკასა და სამკითხველოებში მართავს წიგნის კითხვის ღონისძიებებს, სადაც ახალგაზრდები განიხილავენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლებისა თუ პოეტების შემოქმედებას.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, გაიმართება წიგნის კითხვის დღე, რომელიც მიეძღვნება შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანს”. ღონისძიებაზე “ვეფხისტყაოსნის” შესახებ ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები: მამა გურამ ოთხოზორია, ბატონი გოგი ხარაბაძე, საიტი rustveli.com იდეის ავტორი ბატონი შავლეგ შავერდაშვილი და "ვეფხისტყაოსანზე" გადაღებული ანიმაციური ფილმის რეჟისორი - ბატონო ნოდარ ბეგიაშვილი.

ასევე იქნება სანტერესო კონკურსი, რომლის გამარჯვებულებსაც სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ "წიგნის მეგობრებისგან”.

დასწრება თავისუფალია. მის: გუდიაშვილის ქ. 7

წყარო: PR Exchange

ფოტო

წიგნის კითხვის დღე - დავითიანნი
წიგნის კითხვის დღე - დავითიანნი