საზოგადოება | თბილისი

პროფესიული განათლების ფესტივალი "პროფესიული განათლება დასაქმებისათვის"

Tbilisi Event Hall-ში, ლიბერთი ბანკი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოაწყობენ პროფესიული განათლების ფესტივალს.

პროფესიული განათლების ფესტივალის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. ღონისძიების ფარგლებში დამსაქმებლებს, პროფესიული განათლების მიღების მსურველებსა და მათ მშობლებს მიეცემათ შესაძლებლობა შეხვდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს, პრაქტიკის განმახორციელებელ ორგანიზაციებსა და დამსაქმებლებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ პროგრამაზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ინფორმაციისთვის ხილილეთ პროფესიული განათლების ფესტივალი "პროფესიული განათლება დასაქმებისათვის"

წყარო: ლიბერთი ბანკი