ჯიპას საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის მენეჯმენტის კურსი

ჯიპა გთავაზობთ საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მოდელზე შექმნილ სასერტიფიკატო კურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის მენეჯმენტში.
კურსი გათვლილია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისთვის, მათთვის ვინც გეგმავს ამ სფეროში მუშაობის დაწყებას. ადამიანებისთვის რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და აქვთ სურვილი გაეცნონ საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, კვლევისა და კომუნიკაციის საფუძვლებს.
კურსის ლექციები ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რათა კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
საგნები:
საზოგადოებასთან ურთიერთობა, სტრატეგია და ტაქტიკა (ელდარ პირმისაშვილი);
კოროპორაციული ღონისძიებების მენეჯმენტი (თორნიკე გურული, ნათია მეტრეველი);
მარკეტინგი (გია ბარკალაია, დავით კაკიაშვილი);
პროექტების მენეჯმენტი (ნინო შოშიტაიშვილი);
პრეზენტაციის უნარები (ეკა ჯოჯუა);
პიარის ისტორია (პაატა ჩახნაშვილი);
კომუნიკაციის ფსიქოლოგია (ზურაბ მხეიძე);
ეფექტური ონლაინ კომუნიკაცია (სანდრო ასათიანი);
კვლევის მეთოდები (ნინელი იშხნელი, დავით სიჭინავა);
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები (ჯაბა ბოკუჩავა).
დამატებითი ინფორმაცია და აპლიკაცია: http://goo.gl/zlJEiw
ლექციები ჩატარდება 14 აპრილიდან 3 თვის (კვირაში 3-ჯერ
18:30 საათიდან 21:30 საათამდე) განმავლობაში.
კურსის საფასური:
1300 ლარი, (გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად) პირველი ეტაპის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყების პირველივე კვირას.
მიღების ბოლო ვადა: 11.04.2014
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა, პირადობის მოწმობის ასლი და CV. მსურველთა რეგისტრაცია, შეზღუდული ადგილების გამო, მოხდება სააპლიკაციო ფორმების მიხედვით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჯიპა - ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო
ტელ: (+995) 32 2497501; 599250100
ელ-ფოსტა: jaba@gipa.ge