ჩვენ საქართველო გავაძლიერეთ - ემიგრანტების წიგნის წარდგინება

საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრში (სამების ტაძარი, პირველი სართული) საქართველოს "ქალთა საბჭო" გიწვევთ ქართველი ემიგრანტების წიგნის: "ჩვენ საქართველო გავაძლიერეთ" - წარდგინებაზე. წიგნი გამოიცა საბერძნეთის ქართული დიასპორის გაზეთ: "ელადას" მიერ.
საღამოს დაესწრებიან დიასპორის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს თამარ ალადაშვილი და ანსამბლი "თორდა"; მარიამ ელიეშვილი; მარინე კოლხიდაშვილი; ანა მალაზონია; სიტყვით გამოვლენ: გუჯა ბურდული, ერეკლე საღლიანი, გელა დაიაური.
ეს წიგნი შედგება ემიგრანტების ტკივილიანი მოგონებებისგან, რაც მათ ქვეყნიდან შორს გადახდათ...
დასწრება თავისუფალია.
საღამოს ქართველი ემიგრანტები უძღვნიან 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს და ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი მამულიშვილის პეტრე ხვედელიძის ხსოვნას.