› საზოგადოება | თბილისი
საუბარი 'წმ. მაქსიმე აღმსარებელი სიყვარულის შესახებ'
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება შემეცნებითი საუბარი.
თემა: „წმ. მაქსიმე აღმსარებელი სიყვარულის შესახებ“.
საუბარს წარმართავს ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი).
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
დასწრება თავისუფალია.