საზოგადოება | თბილისი

ასოციაცია 'ანიკა' მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობს

ასოციაცია 'ანიკა' მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობს
ასოციაცია 'ანიკა' მშვიდობიან მსვლელობას მოაწყობს

ასოციაცია "ანიკა" ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს მშვიდობიან აქციას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის პროპაგანდას ემსახურება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის 12 აპრილი (2014 წელი) ძალზედ მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან გაეროს 2006 წლის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია” საქართველოში სწორედ 12 აპრილს შედის ძალაში.

ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად აქციის მონაწილეები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი მხარდამჭერები მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ მათაც აქვთ უფლება იცხოვრონ თანაბარ პირობებში სხვა მოქალაქეებთან ერთად.
მშვიდობიანი აქცია დაიწყება ფილარმონის მიმდებარე ტერიტორიიდან და დასრულდება თავისუფლების მოედანზე.

ერთად დავიცვათ შშმ პირთა უფლებები!
შემოგვიერთდი!

ასოციაცია “ანიკა” არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია.
www.anika.ge

საკონტაქტო პირი:
ირაკლი სეფერთელაძე - 555 24 65 64
ანი ციცქიშვილი - 599 33 13 43