ნატოს მოდელირება სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი იწყებს ახალ პროექტს - ნატოს მოდელირებას თემაზე : "ნატო, უკრაინის კრიზისი და საქართველოს ევროინტეგრაციის ბედი“.
ნატოს მოდელირება ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
პროექტში მონაწილობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ნატოს მოდელირების ფორმატი იქნება შემდეგი:
სტუდენტთა შერჩევა მოხდება აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.
აირჩევა 28 სტუდენტი. არჩეულ სტუდენტებს ჩაურდებათ ტრენინგები ნატოს, როგორც ორგანიზაციის სტრუქტურისა და მუშაობის სპეციფიკის, თემატიკისა და დელეგატის ეთიკის შესახებ.
უშუალოდ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მოდელირება ჩატარდება 13 აპრილს 11:00სთ-დან 15:50სთ-მდე.
მოდელირებისას არჩეული დელეგატები წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში წარმოადგენენ წევრი-ქვეყნების პოზიციებს თემატიკასთან დაკავშირებით.
შემდგომ მათ მიეცემათ გონივრული ვადა კითხვების დასასმელად და დისკუსიისათვის. შემდგომ წარიმართება არაფორმალური მოლაპარაკებები, იქნება კენჭისყრა და რეზოლუციის მიღება.
ჟიურის მიერ გამოვლინდება 2 გამარჯვებული :
- საუკეთესო მოდებატე და
- საუკეთესო დიპლომატი
ასევე, სხვა გამორჩეული მონაწილეებისთვისაც იქნება განსაზღვრული სხვადასხვა ნომინაცია.
პროექტის პარტნიორები არიან: საინფორამაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს ახალგაზრდული ატლანტიკური ასოციაცია, საქართველოს ატლანტიკური საბჭო და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).
ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი,ბ-ნი გიორგი მუჩაიძე და GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში, ბ-ნი თორნიკე შარაშენიძე.
სტუდენტთა არჩევა მოხდება აპლიკაციებისა და გასაუბრების შესაბამისად.
მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს დარეგისტრირება შეუძლიათ ქვემოთ მითითებული სააპლიკაციო ლინკის მეშვეობით:https://docs.google.com/
რეგისტრაციის ბოლო ვადაა : 03.04.2014
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 593 72 12 62; tsuselfgovernmentedu@gmail
წყარო: ნატოს მოდელირება