საზოგადოება | აჭარა

აჭარის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა

აჭარის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა
აჭარის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართება, რომელშიც აჭარის ა.რ. მოქმედი სახელოვნებო სკოლების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.

აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება. ოლიმპიადა წარიმართება ეტაპობრივად.

იხილეთ ბმული: http://moecs.ge/index.php?menuid=10&lang=1&id=1108

წყარო: აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო