საზოგადოება | თბილისი

ფოტოკონკურსი 'დაუვიწყარი წამი'

თიბისი - ფოტოკონკურსი 'დაუვიწყარი წამი'
თიბისი - ფოტოკონკურსი 'დაუვიწყარი წამი'

თიბისი ბანკისა და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთობლივი ფოტოკონკურსი „დაუვიწყარი წამი“ დაიწყო.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა, გადაიღოთ ან თქვენს არქივში მოძებნოთ ისეთი ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია თქვენთვის დაუვიწყარი წამი. შემდეგ, ეს ფოტო დაბეჭდოთ A4 ფორმატში, მიიტანოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

გამარჯვებულ ფოტოს ჟიური1 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტოს" გახსნის ცერემონიალზე გამოავლენს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • ფოტო უნდა ეხმიანებოდეს კონკურსის თემატიკას (უხამსი ან შეურაცხმყოფელი შინაარსის ფოტო კონკურსზე არ დაიშვება)
  • ფოტო წარმოდგენილი უნდა იყოს ბეჭდური სახით, A4 ფორმატში
  • კონკურსში მიიღება როგორც ფოტოკამერით ისე მობილურით გადაღებული ფოტოები
  • კონკურში არ მიიღება Photoshop-ით დამუშავებული ფოტოები
  • ავტორმა ფოტოს უკანა მხარეს აუცილებლად უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი
  • კონკურსში წარმოდგენილი ფოტოები მონაწილეებს უკან არ დაუბრუნდებათ
  • თიბისი ბანკს და "ქოლგა თბილისი ფოტოს" უფლება აქვთ, გაასაჯაროონ გამარჯვებულის ვინაობა და მის მიერ კონკურსზე წარმოდგენილი ფოტო

ფოტოები გამოიფინება თიბისი ბანკის სათავო ოფისში. მონაწილეობა უფასოა.

წყარო: თიბისი ბანკი

ფოტო

თიბისი - ფოტოკონკურსი 'დაუვიწყარი წამი'
თიბისი - ფოტოკონკურსი 'დაუვიწყარი წამი'