› საზოგადოება | თბილისი
კონკურსი - დაამზადე, დახატე, მისალოცი ბარათი
პირველად საქართველოში ელფის გამომცემლობა აცხადებს კონკურსს - დაამზადე, დახატე, მისალოცი ბარათი. სკოლამდელთათვის 2–6 წლამდე.
კონკურსის თემა: დაბადების დღე, შობა–ახალი წელი, დედის დღე და ა.შ.
კონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ „ჩემი პირველი სახელმძღვანელოს“ შევსებულ სატიტულო გვერდის ასლთან და ქვემოთ მითითებულ განაცხადთან ერთად.
- ნამუშევრები საბავშვო ბაღის პედაგოგმა ან მშობელმა გამომცემლობაში უნდა წარადგინოს პირადად ან გამოაგზავნოს ფოსტით.
- კონკურსში მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი.
- შემოსული ნამუშევრებიდან შეირჩევა საუკეთესოები და მოეწყობა გამოფენა.
- გამოფენის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება „ჩემი პირველი სიგელით“, წიგნებზე ფასდაკლების ტალონებითა და ასაკის შესაბამისი წიგნებით.
- გამოფენის მონაწილე ბავშვთა საბავშვო ბაღები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა თემატური პლაკატების ნაკრებითა და დიპლომით.
განაცხადის ფორმა:
- მონაწილის გვარი და სახელი
- ასაკი
- მისამართი
- საბავშვო ბაღის დასახელება
- მშობლის ტელეფონის ნომერი
- პედაგოგის ტელეფონის ნომერი
გამარჯვებულ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა 2014 წლის მაისის ბოლოს. მისამართი: თბილისი 0179, მ. კოსტავას ქ.24, 2 სართ. ტ.2 92 35 70/2 93 33 66
წყარო: ელფის გამომცემლობა