დევნილთა დამატებითი სავალდებულო რეგისტრაცია იწყება

იწყება დევნილთა დამატებითი სავალდებულო რეგისტრაცია. იმ დევნილებმა, რომლებმაც რეგისტრაციის გავლა ძირითად ვადაში (01.08.13 – 27.12.13) ვერ მოახერხეს, დევნილთა სამინისტროს უნდა მომართონ მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა.
იმ დევნილებს, რომლების სამინისტროში მოსვლას ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათ ადგილზე მიაკითხავს სპეციალური ჯგუფი რეგისტაციის გასავლელად. ამისათვის მათ უნდა დარეკონ სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერზე - 2 43 11 00.
რეგისტრაციის გასავლელად დევნილმა თან უნდა იქონიოს:
- დევნილის მოწმობა;
- პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა;
რეგისტრაციისთვის დაქორწინებული წყვილი წარმოადგენს შემდეგ დამადასტურებელ საბუთებს:
- ბავშვების დაბადებისა და ქორწინების მოწმობა;
ნებისმიერი 21 წელს ზემოთ მყოფი პირი, რომელიც ცხოვრობს ცალკე და წარმოადგენს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან ან ბინის მეპატრონის თანხმობას, დარეგისტრირდება ცალკე.
6 წლამდე ასაკის ბავშვების მოყვანა რეგისტრაციის გასავლელად არ არის აუცილებელი.
რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველა დევნილისთვის, რათა მათ დევნილის სტატუსი არ შეუჩერდეთ.
დევნილებს რეგისტრაციისთვის ჩაწერა შეეძლებათ სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით ნომერზე - 2 43 11 00.